logo
ENG



ღარიბაშვილი ტვიტერზე: კანცლერ შოლცთან განვიხილე "რთული სიტუაცია" უკრაინასა და მთელ რეგიონში

23 მარ 202209:24
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/23/b0ufyknsn0cxhj8.jpeg

საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან სატელეფონო საუბრის შესახებ Twitter-ზე დაპოსტა და უკრაინაში ომს "რთული სიტუაცია" უწოდა.

"მოხარული ვარ, რომ მქონდა პროდუქტიული საუბარი ოლაფ შოლცთან. განვიხილეთ რთული სიტუაცია უკრაინასა და მთელ რეგიონში. საუბარი შეეხო საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და ორმხრივ თანამშრომლობას", - დაწერა ღარიბაშვილმა.

შოლცთან საუბრის შესახებ ინფორმაცია გუშინ, 22 მარტს მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა, რომელშიც ეწერა, რომ მხარეებმა "უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებები" განიხილეს.

 


close დახურვა